თბილისის ერთ-ერთ სკვერში მამაკაცი გაიყინა

© Sputnik / Alexander Imedashviliთოვლი თბილისში
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
შუახნის მამაკაცი სკვერში გაყინულ მდგომარეობაში იპოვეს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. თბილისში, უზნაძის ქუჩაზე სკვერში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მამაკაცი სკვერში გაყინულ მდგომარეობაში იპოვეს. გარდაცვლილი დაახლოებით 40-დან 45-წლამდე ასაკისაა.

ტელეარხი Formula ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბოლო დღეებში ამინდი მკვეთრად გაუარესდა, თბილისში დიდი თოვლი მოვიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0