თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. თბილისში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა ვარკეთილის მესამე მასივში დღეს, დილით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე გაჩნდა, შემდგომ კი მეექვსე და მერვე სართულებზეც გავრცელდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ხანძარი, შესაძლოა, სიგარეტის ნამწვს გამოეწვია.
ადგილზე 9 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებიც.