ორშაბათიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სკოლები ამუშავდა - ახლა მოსწავლეები გაკვეთილებს საკლასო ოთახებში დაესწრებიან. მშობლების გადაწყვეტილებით, ბავშვებს დისტანციურ რეჟიმში სწავლის საშუალებაც ექნებათ, ხოლო ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, გორისა და თელავის სკოლებში მოსწავლეები 1 თებერვალს დაბრუნდნენ.
თბილისის, ქუთაისის, რუსტავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბანის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის სკოლების მოსწავლეების მშობლებს თავად შეუძლიათ აირჩიონ დისტანციურად ისწავლიან მათი შვილები, თუ გაკვეთილებს სკოლებში დაესწრებიან. იგივე შესაძლებლობებით სარგებლობენ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
განათლების სამიისტროს ცნობით, მოსწავლეების 12% ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან - 35 732 ბავშვი - მშობლების გადაწყვეტილებით დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს სწავლას.