ქეთა თოფურიამ ახალშობილ ვაჟს ფოტოსესია მოუწყო და ამის ამსახველი ვიდეო და ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა. ფოტოებში ჩანს, რომ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ქეთას გოგონა - ოლივია გეიხმანიც.
View this post on Instagram
ქეთამ დაწერა, რომ ძალიან განიცდიდა, რამდენად იქნებოდა კომფორტული ადამისთვის ფოტოგადაღება ამ ასაკში, თუმცა მაინც უნდოდა ამ ეტაპის ფოტოებზე აღბეჭდვა და მადლობას უხდის ადამიანებს, ვინც ფოტოსესიის პროცესში დაეხმარა.
View this post on Instagram
რუსული ესტრადის დედოფალი ქეთა თოფურია 21 იანვარს დედა გახდა. ქეთას ვაჟი – ადამი ბელორუსული წარმოშობის დიპლომატისგან ლევ დენგოვისგან შეეძინა. წყვილმა თავისი ერთწლიანი ურთიერთობა გასული წლის ოქტომბრის თვეში დააკანონა.
View this post on Instagram
ქეთამ ადამი მოსკოვის ერთ-ერთ წამყვან სამშობიარო კლინიკაში გააჩინა. მან პირველი ფოტოს გამოქვეყნებისას ისიც აღნიშნა, რომ ადამი განსაკუთრებულ დღეს დაიბადა – (20)21 წლის 21-ე დღეს, 21-ე საუკუნეში.
View this post on Instagram
ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ. ქეთამ რამდენიმე დღის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის დაბრუნდა სახლში, რომელიც სავსეა ყვავილებით. როგორც ჩანს, მომღერალი სიურპრიზმა ძალიან გაახარა.
View this post on Instagram
ჯერ კიდევ ფეხმძიმობის პერიოდში თაყვანისმცემლები მას ბიჭის დაბადებას „უწინასწარმეტყველებდნენ“. ქეთა შვილის სქესს საგულდაგულოდ მალავდა, ისევე, როგორც ფეხმძიმობას. მან ორსულობის შესახებ გულშემატკივრებს კლიპის მეშვეობით შეატყობინა.
View this post on Instagram
ქეთასთვის ეს მეორე შვილია. მას ქალიშვილი ოლივია ჰყავს. ნახევარ და-ძმას შორის 6-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. 34 წლის მომღერალმა პირველი ქალიშვილი 2015 წელს გააჩინა.