თბილისის ქუჩებში ახალი მიკროავტობუსები გამოჩნდა

© Facebook / Tbilisi City Hallახალი მიკროავტობუსები
ახალი მიკროავტობუსები - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, სულ მალე თბილისის ქუჩებში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ.

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო ავტოპარკი ახალი მიკროავტობუსებით შეივსო, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიამ სულ 300 მიკროავტობუსი შეიძინა. აქედან 120 უკვე გასულია ხაზზე, 22 თებერვლიდან დედაქალაქის ქუჩებში კიდევ 180 ახალი მიკროავტობუსი გამოჩნდება.

ახალი ავტობუსების პრეზენტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2020
ახალი ავტობუსები, მიკროავტობუსები და ახალი მარშრუტები: რა სიახლეები ელოდება თბილისელებს

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი საინტერესო კომპონენტისგან შედგება. 2021 წლის ბოლოს ჩანაცვლების პროცესი მთლიანად დასრულებული იქნება. შესყიდული გვაქვს ავტობუსები და ველოდებით შემოსვლას, ამის შემდეგ ყვითელი მიკროავტობუსები ქალაქში აღარ ივლიან. ორშაბათიდან 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, – განაცხადა კალაძემ.

ახალი მიკროავტობუსი გათვლილია 17 მგზავრზე, აღჭურვილია თბილისის კლიმატზე გათვლილი გათბობა-კონდიცირების სისტემით. გარდა ამისა, აქვს AM/FM რადიო და AUX, USB შესაერთებლები.

დღეისათვის თბილისში დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი მოძრაობს.

ყველა ახალი ამბავი
0