აშშ-დან სამხრეთ კორეაში: ქართველი ნახევარმცველი კარიერას აზიაში გააგრძელებს

© photo : Ulsan Hyundai Football Club / FBვაკო ყაზაიშვილი
ვაკო ყაზაიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
ყაზაიშვილს გასული წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც „სან-ხოსე ერთქვეიქსი“ დატოვა, თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა მიაღწია შეთანხმებას სამხრეთკორეულ კლუბთან „ულსან ჰიუნდაი“ (Ulsan Hyundai), ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

სამხრეთკორეული მედიის ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმების და კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ ყაზაიშვილი დროის გარკვეულ პერიოდს გაატარებს კარანტინში, რის შემდეგაც კლუბის ქომაგების წინაშე წარდგება.

ვაკო ყაზაიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2020
საქართველოს ნაკრების ორმა ფეხბურთელმა „სან-ხოსე ერთკვეიკსი“ დატოვა

ფეხბურთელსა და „ულსან ჰიუნდაის“ შორის შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გასული წლის დეკემბრიდან ყაზაიშვილს თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა – მას შემდეგ, რაც დატოვა „სან-ხოსე ერთქვეიქსი“, რომლის სახელით 2017 წლიდან თამაშობდა. კალიფორნიული კლუბის შემადგენლობაში ყაზაიშვილმა 99 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 30 გოლი და 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება „ულსანს“, კლუბი აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. გასული სეზონის შედეგების მიხედვით გუნდმა ეროვნულ პირველობაში მეორე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ „ულსანის“ მთავარი მწვრთნელია ხონ მიონ ბო – წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, რომელსაც ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

© photo: Georgian Football Federationუეფას ერთა ლიგა. საქართველო-ლატვია. ვაკო ყაზაიშვილი შეტევაში
აშშ-დან სამხრეთ კორეაში: ქართველი ნახევარმცველი კარიერას აზიაში გააგრძელებს - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
უეფას ერთა ლიგა. საქართველო-ლატვია. ვაკო ყაზაიშვილი შეტევაში

სამხრეთ კორეის ჩემპიონატი იწყება 27 თებერვალს, ხოლო „ულსანის“ პირველი მეტოქე „კანვონი“ გახდება.

ყაზაიშვილმა თავისი პროფესიული კარიერა თბილისის „საბურთალოში“ (2010) დაიწყო. ერთი წლის შემდეგ შემტევი ნახევარმცველი ნიდერლანდების „ვიტესში“ გადავიდა, რომელშიც 2016 წლამდე თამაშობდა. ერთი სეზონი ყაზაიშვილმა ვარშავის „ლეგიაში“ გაატარა, შემდეგ კი ოკეანის გადაღმა გაემგზავრა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყაზაიშვილმა ჩაატარა 53 მატჩი, რა დროსაც გაიტანა 11 გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0