ზემო ლარსი დღეს: გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

© photo: Roads Department of Georgia / FBკობი-გუდაურის მონაკვეთი
კობი-გუდაურის მონაკვეთი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
გუდაური–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ავტომაგისტრალი ზამთარში - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის დაკეტილია

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, შეზღუდვა გამოწვეულია ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურით, რამაც ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მნიშვნელოვნად გაზარდა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ტრაილერებისთვის კვირას აიკრძალა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0