დაგიმლაშდათ, გაგიმწარდათ ან დაგეწვათ? როგორ გამოვასწოროთ წამხდარი კერძი

CC0 / Pixabay / მზარეული
მზარეული - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
ხშირად ისეც ხდება, რომ ჩვეულებრივ დიასახლისებს კი არა, გამოცდილ შეფ-მზარეულებსაც კი უფუჭდებათ კერძი – უმწარდებათ, უმლაშდებათ, ეწვებათ…
მაცივარი სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2020
აკრძალულია მაცივარში შენახვა: პროდუქტების ჩამონათვალი

მოკლედ, თუ თქვენც მსგავსი დაგემართათ, არ იჩქაროთ სადილის გადაღვრა. ჩვენ პროფესიონალი მზარეულების რამდენიმე რჩევას გაგაცნობთ გაფუჭებული კერძის გამოსასწორებლად.

მლაშე წვნიანი

თუ წვნიანი დაგიმლაშდათ, არავითარ შემთხვევაში არ ჩაამატოთ ჩვეულებრივი წყალი, თორემ, შესაძლოა, საქმე კიდევ უფრო გაფუჭდეს.

დაიმახსოვრეთ: 

  • დაამატეთ კერძს უმარილო ბულიონი და წამოადუღეთ;
  • დაამატეთ ფქვილში გაძრული მოშუშული უმარილო პომიდორი.

ცხარე კერძი

თუ სადილში ზედმეტი წიწაკა ჩაყარეთ, მდგომარეობის გამოსასწორებლად შეგიძლიათ:

  • ჩაამატოთ ცოტა შაქარი, რათა სიმწვავე განეიტრალდეს;
  • თუ კერძი ამის საშუალებას იძლევა, დაამატეთ რძის რომელიმე ნაწარმი;
  • გამოიყენეთ ძმარი ან ლიმონის წვენი.

ზედმეტად შემწვარი ღვიძლი

თუ ღვიძლი ზედმეტად შეიწვა და ძალიან გამოშრა:

ელდინა ცქვიტაიას ყვავილები - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2017
სამი შესაშურად მარტივი იდეა ოთახის მცენარეების მოსავლელად

დაასხით ზემოდან არაჟნის სოუსი და დადგით დაბალ ცეცხლზე, ისე, რომ ადუღებამდე მისვლას 15-20 წუთი დასჭირდეს.

თხელი კრემ-სუპი

წესით, კრემ-სუპი საკმაოდ სქელი უნდა იყოს, მაგრამ თუ შემთხვევით გაგითხელდათ:
ჩაამატეთ მასში დაბლენდერებული მოხარშული ბრინჯი ან რომელიმე პარკოსანი (ლობიო, ბარდა...)

თხელი პიურე, ფაფა, სოუსი...

ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ:

  • დაამატოთ კერძს წყალში გახსნილი კარტოფილის ფქვილი;
  • შედგათ კერძი ჰაერღუმელში ("დუხოვკა") და ააორთქლოთ ზედმეტი სითხე.

დაიმახსოვრეთ: ჰაერღუმელის ტაფაზე წყალი დაასხით და კერძიანი ჭურჭელი ისე დადგით მასზე.

ყველა ახალი ამბავი
0