თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. თბილისში ოთხშაბათს, 17 თებერვალს მოღრუბლული ამინდი, სველი თოვლი და ტემპერატურის შემცირებაა მოსალოდნელი.
ღამით ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 4–5 გრადუსამდე დათბება. დილიდან იწვიმებს, ხოლო დღის მეორე ნახევარში სველი თოვლი წამოვა.
ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
მზე 07:54 საათზე ამოვა და 18:36 საათზე ჩავა.