შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეუთოს თავმჯდომარის რანგში ესტუმრება

© photo : press-service of the Ministry of Foreign Affairs of Russia / გადასვლა მედიაბანკშიშვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე  - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
დაგეგმილია ან ლინდეს შეხვედრები საქართველოს პირველ პირებთან, ასევე, პარლამენტის დეპუტატებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე საქართველოს სამშაბათს, 16 თებერვალს ესტუმრება. იუწყება ეუთოს პრესსამსახური.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2020
თალაკვაძე: ეუთოს მისიამ დაადასტურა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა

ვიზიტის ფარგლებში ლინდე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს.

„მოლაპარაკებები მიმართული იქნება ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებისკენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლინდე გეგმავს ასევე შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, პარლამენტის წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. გარდა ამისა, ეუთოს თავმჯდომარე გეგმავს სამუშაო გასვლით შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად.

ყველა ახალი ამბავი
0