სკანდალი ნიკა მელიას ირგვლივ გრძელდება: ოპოზიციის და ხელისუფლების თვალსაზრისი

© Sputnik / STRINGER ნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
გამოწერა
მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და ორგანიზება, როდესაც ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს.

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს და გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა თხოვნით, რათა პოლიტიკოსის დაპატიმრების შესაძლებლობა მისცეს, რამაც ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია.

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2021
გადაწყვეტილება მიღებულია: მმართველი პარტია ნიკა მელიას ხელშეუხებლობას მოუხსნის

ნიკა მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, რა დროსაც ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს. მელიას ბრალი 2019 წლის ივნისში წარედგინა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია.

ახლა კი მელია კვლავ აღმოჩნდა სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის საფრთხის წინაშე, რის შემდეგ ის აღმოჩნდება სასამართლოში, რომელიც მის შემდგომ ბედს გადაწყვეტს. პროკურატურა განაჩენის გამოტანამდე სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

ოპოზიცია აღშფოთებულია იმის გამო, რომ მელია შესაძლოა სასამართლოში აღმოჩნდეს.

„მელიას საქმე ნათელი დასტურია, თუ რა მეთოდებით იბრძვის „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ის საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. ნიკა მელიას დაპატიმრება ან დაპატიმრების მომზადების მედია პროცესის შექმნა, ისედაც რადიკალიზებული პოლიტიკური გარემოს მეტად პოლარიზების შესაძლებლობას აჩენს, რაც მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს“, - ნათქვამია ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც  ხელს 20 პარტიის წარმომადგენელი აწერს.

„ქართულ ოცნებაში“ კი მელიას ქმედებებს პროვოკაციურს უწოდებენ.

„ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ სხდომაზე, როდესაც დადგება დღის წესრიგში და ყველა ერთად იხილავთ, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ სახელმწიფოს და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლოს გადასაწყვეტია, იმუნიტეტის მოხსნის შემთხვევაში, დააკავებს თუ რაიმე სხვა სანქციით დაუმძიმებს წინასწარი აღკვეთის მდგომარეობას ნიკა მელიას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა დავითულიანმა.

საპროტესტო აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2021
ქუთაისში ხელისუფლების ქმედებები გააპროტესტეს - ფოტო

პირველად პარლამენტმა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა 2019 წლის ივნისში მოუხსნა – პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ივლისში კი მელიას დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე შეუჩერეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა. მას ასევე საჯაროდ გამოსვა აეკრძალა.

მელია გასული წლის ოქტომბერში აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, 2020 წლის ნოემბერში კი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან ერთ-ერთი მიტინგზე საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და გადააგდო. ამის შემდეგ მას სამაჯურის ტარების ვალდებულება მოუხსნეს და გირაოს თანხა 40 ათას ლარამდე გაუზარდეს.

ყველა ახალი ამბავი
0