სომხეთის და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას ID-ბარათებით შეძლებენ?

© photo : official site of the President of RAსაკონტროლო-გამშები პუნქტი „ბავრა“ საქართველო-სომხეთის საზღვარზე
საკონტროლო-გამშები პუნქტი „ბავრა“ საქართველო-სომხეთის საზღვარზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2021
გამოწერა
ერევანმა და თბილისმა შესაბამისი მემორანდუმი ჯერ კიდევ 2020 წელს გააფორმეს, მაგრამ მისი რეალიზება არ მომხდარა

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. მემორანდუმი, რომლის თანახმად სომხეთის და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას ID-ბარათებით შეძლებენ, შემუშავების სტადიაზეა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

ადრე ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა აღნიშნული თემა სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გიორგი საგანელიძესთან განიხილა.

სომხეთ-საქართველოს საზღვარი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2020
სომხეთ-საქართველოს საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი მუშაობას განაახლებს

„3 მარტს თბილისში სომხეთის და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილია „მემორანდუმი მოქალაქეთა გადაადგილების გამარტივების შესახებ“, რაც საიდენტიფიკაციო ბარათით გადაადგილების შესაძლებლობას ითვალისწინებს“, - ასე უპასუხა სომხეთის ვიცე-პრემიერ ტიგრან ავინიანის ოფისმა Sputnik-სომხეთის კითხვაზე.

აღინიშნა, რომ ამ დროისათვის პროცესი საპროექტო სტადიაზეა.

შეგახსენებთ, რომ მემორანდუმის შესახებ პირველად განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა ერევანში, 2020 წლის 4 მარტს „სამთავრობო საათის“ ფარგლებში.

ყველა ახალი ამბავი
0