სომხეთში მიწისძვრა მოხდა: მაღალსართულიანი კორპუსების მცხოვრებლები გარეთ გავიდნენ

CC BY-SA 2.0 / Ken Lund / SeismographsСейсмограф
Сейсмограф - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2021
გამოწერა
მიწისძვრა საქართველოს საზღვართან 122 კილომეტრში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 122 კილომეტრში, 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრა თბილისის დროით 15:29 საათზე საქართველოს დედაქალაქიდან 183 კილომეტრში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.

ეპიცენტრი ერევნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 8 კილომეტრში მდებარეობდა, კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ ეპიცენტრში 6-7 ბალი შეადგინა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

სომხეთის დედაქალაქში ბიძგების ძალამ 5-6 ბალი შეადგინა, სხვა ქალაქებში - 3-4 ბალი. ერევანში მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები ეზოებში გავიდნენ. ერევნის ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლის კედელზე ბზარი გაჩნდა, დაზიანდა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი, ხოლო სომხეთის მობილური კავშირის მუშაობაში შეფერხება იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0