„ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია დაკავებების ფონზე მიმდინარეობს

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2021
გამოწერა
აქციის მონაწილეები მივიდნენ „ოცნების“ ოფისთან, რათა კიდევ ერთხელ შეახსენონ გაყალბებული არჩევნების შესახებ და თავისი თანამოაზრეების დაკავება გააპროტესტონ

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქციის დროს ორი ადამიანი დააკავეს, იუწყება პირველი არხი შსს-ზე დაყრდნობით.

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2021
გადაწყვეტილება მიღებულია: მმართველი პარტია ნიკა მელიას ხელშეუხებლობას მოუხსნის

შსს-ს მონაცემებით, აქციის მონაწილეები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

აქციას ახალგაზრდული ორგანიზაციების - „შეცვალე“ და „მოძრაობა საქართველოსთვის“ რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ოფისში მიმდინარე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად მართავდა.

ისინი მივიდნენ „ოცნების“ ოფისთან, რათა კიდევ ერთხელ შეახსენონ მმართველ პარტიას გაყალბებული არჩევნების შესახებ და ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გამართული აქციების შემდეგ თავისი თანამოაზრეების დაკავება გააპროტესტონ.

როგორც აცხადებენ აქციის მონაწილეები, რომლებიც ჯერ კიდევ ოფისთან იმყოფებიან, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებიც ოფისს პარკინგიდან ტოვებდნენ, შეძახილებით „მონებო“ გააცილეს.

ამჟამად საპროტესტო აქცია მმართველი პარტიის ოფისთან გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0