თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე უსახლკარო მამაკაცი დაჭრეს, იუწყება პირველო არხი.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი თავს ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ავტოფარეხს აფარებდა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს მსუბუქი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.