მესტიელები პოლ მაკარტნის გაეჯიბრნენ: Yesterday სვანურად

გამოწერა
სვანური ფოლკლორული ანსამბლის „რიჰოს“ წევრები ერთ დღეს პოლ მაკარტნის გაეჯიბრნენ და საქვეყნოდ ცნობილი Yesterday შეასრულეს. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო

„რიჰოს“ მარტო სვანეთში კი არა, მთელ საქართველოში იცნობენ. ანსამბლი 1969 წელს შეიქმნა მესტიაში. მისი სახელწოდება „რიჰადან“ წარმოდგება, რაც განთიადს ნიშნავს.

ანსამბლის რეპერტუარი ძირითადად სვანური სიმღერებისგან შედგება, თუმცა, როგორც მეგობრულ სუფრასთან გავარკვიეთ, „რიჰოს“ წევრები უცხოურ ჰიტებსაც შესანიშნავად ასრულებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0