თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.
თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, ელიავას ბაზრობაზე ერთ-ერთ სასაწყობე ფართს ცეცხლი დღეს საღამოს გაუჩნდა.
კერესელიძის განცხადებით, დამწვარია 1000 კვ.მ. ფართობი.
© Sputnik / Vladimir Umikashviliხანძარი ელიავას ბაზრობაზე: იწვის სამშენებლო მასალების საწყობი
ხანძარი ელიავას ბაზრობაზე: იწვის სამშენებლო მასალების საწყობი
„ჯამში [დამწვარია] 1000 კვადრატი, ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 20 სახანძრო ავტოცისტერნა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე. ხანძარი გაუჩნდა შერეულ სამშენებლო მასალებს, [საწყობში] ინახებოდა დიდი რაოდენობით გუდრონი, საღებავები და ასევე პლასტმასები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია“, — განაცხადა კერესელიძემ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს შესაბამისი სამსახური, რომელიც უახლოეს პერიოდში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს.