პარტია „მოძრაობა საქართველოსთვის“ და სხვა პოლიტიკური პარტიების წევრების თქმით, პანდემიის პირობებში მერი და გუბერნატორი ბიუჯეტის თანხას პირადი კომფორტისთვის იყენებენ. მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვან ტენდერებში ყოველ ჯერზე ადგილობრივი ხელისუფლების საოჯახო ბიზნესები იმარჯვებს.
აქციის მონაწილეები მერთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად, დაკავებულია ათამდე მომიტინგე, რამდენიმე ადამიანი კი ჭყლეტაში დაშავდა.