არასრულწლოვნის თვითმკვლელობა ქობულეთში: ცნობილი ხდება ახალი დეტალები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონამ, რომელთანაც 24 წლის მამაკაცმა მოტყუებით დაამყარა სექსუალური კავშირი, თავი მოიკლა

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრუწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულ ნ.ტ.-ს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
ქობულეთში არასრულწლოვანმა თავი მოიკლა - მიზეზი წარსულში მომხდარი ძალადობაა

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონამ, რომელთანაც 24 წლის მამაკაცმა სექსუალური კავშირი დაამყარა, 9 თებერვალს თავი მოიკლა. პოლიციამ ნ.ტ. მას შემდეგ დააკავა, რაც გოგონას თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ნ.ტ.-მ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში მოტყუებით დაამყარა — დაპირდა, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, თუმცა კონტაქტი გაწყვიტა მასთან. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მის ცლად შერთვას არ აპირებდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც გარდაცვლილი მოზარდის დედა აცხადებს, გოგოზე ფიზიკურად იძალადეს ოჯახის ნათესავებმაც, კერძოდ, მისი ყოფილი მამამთილის ძმისშვილებმა.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0