ორმა მენაგვემ გატაცებული 10 წლის გოგონა გადაარჩინა

© Sputnik / Alexander Imedashviliნაგვის მანქანა
ნაგვის მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
აღმოჩნდა, რომ ათი წლის გოგონა მისი ნათესავის ნაცნობს გაეტაცებინა, რომელიც არასრუწლოვნებზე ძალადობაში იყო შემჩნეული

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ორმა მენაგვემ გატაცებული ბავშვი გადაარჩინა, იუწყება ABC News-ი. 

შემთხვევა ამერიკის ქალაქ ნიუ-აიბირიაში მოხდა. 

​გავრცელებული ინფორმაციით, 10 წლის გოგონა კვირას, 7 თებერვალს გაიტაცეს ნათესავების სახლიდან. ცნობილი იყო ის, რომ თავდამსხმელებმა ბავშვი 2012 წლის ნაცრისფერი Nissan Altima-თი წაიყვანეს, რომლის ძებნასაც შეუდგა ქალაქის მთელი პოლიცია.

ორშაბათს, 8 თებერვალს, ორმა მენაგვემ, დიონ მერიკმა და ბრენდონ ანტუანმა, რომლებიც ჩვეულ მარშრუტზე იმყოფებოდნენ, აღნიშნული ავტომობილი ხეებით გარშემორტყმულ პატარა მინდორზე შენიშნეს. მამაკაცებმა ნაგვის მანქანა ისე გააჩერეს, რომ საეჭვო ავტომობილისთვის გზაზე გასასვლელი გადაეკეტათ და პოლიცია გამოიძახეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ გოგონა გაათავისუფლა და მადლობა გადაუხადა მის მხსნელებს.

ბავშვი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავდამსხმელი კი დააკავეს. ეს 33 წლის მაიკლ სერეალი გამოდგა, გატაცებული გოგონას ერთ-ერთი ნათესავის ნაცნობი.

სერეალი ამ დროისათვის დაკავებულია — გირაოთი გათავისუფლების უფლების გარეშე. ცნობილია, რომ სერეალი შედის იმ კრიმინალთა მონაცემთა ბაზაში, რომლებიც სექსუალურად ძალადობდნენ არასრულწლოვნებზე. საქმის გამოძიება გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0