გახარია: მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესია

© photo : Gakharia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
მოსწავლეების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სრულად რეაბილიტირებული ოზურგეთის № 1 საჯარო სკოლა და სკოლის ტერიტორიაზე აშენებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის შენობა დაათვალიერა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. 

მოსწავლეები - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები განახლდა: რა შეიცვალა პროტოკოლში

პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა 1 ათას მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის ორი შენობა, შესაბამისად, დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ცალ-ცალკე შენობებში განთავსდებიან.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებულ შენობაში, სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები მოეწყო.

რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრს, ერთსართულიან შენობაში ოთახები პანორამული ხედებითაა განლაგებული. შენობა მოიცავს საკონფერენციო დარბაზს, როგორც დახურულ, ისე ღია სამუშაო სივრცეს, სასწავლო და კომპიუტერის კაბინეტებს, მინი–ფაბრიკის ლაბორატორიას და გამწვანებულ შიდა ეზოს. ინოვაციური ცენტრის ტერიტორიაზე იგეგმება სპორტული მოედნის მოწყობაც.

გიორგი გახარიას განცხადებით, სკოლის ტერიტორიაზე ინოვაციების ცენტრის ამოქმედება ადგილობრივ ახალგაზრდებს სწავლასთან ერთად, თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენების და თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების საშუალებას მისცემს. 

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 29.02.2020
რეგიონებში სკოლების რეაბილიტაციის პროექტების დაფინანსდება გრძელდება

მთავრობის მეთაურმა სკოლის მედაგოგებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მნიშვნელობას, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების ჯანმრთელობა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გურიის რეგიონში აშენდა 3 ახალი საჯარო სკოლა. ამასთან, მიმდინარეობს 4 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 16 საჯარო სკოლას, სარემოტო სამუშაოები კი  9 სკოლაში მიმდინარეობს.

საქართველოს მასშტაბით საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში კი იგი 1 თებერვლიდან უკვე აღდგა. რაც შეეხება გურიას, რეგიონის მოსწავლეები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს 2020 წლის 15 სექტემბრიდან დაუბრუნდნენ. 

ყველა ახალი ამბავი
0