Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შენზე მითხრა...“ – დავით ოქიტაშვილმა მაია ასათიანს თემურ წიკლაურის სიტყვები გადასცა

© Facebook / Tokshow profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
გადაცემა „პროფილში“, რომელიც მთლიანად გარდაცვლილ მომღერალს თემურ წიკლაურს მიეძღვნა, მაია ასათიანს დავით ოქიტაშვილმა თემურ წიკლაურის სიტყვები გადასცა.

თოქშოუ „პროფილის“ წამყვანს გრძნობები მოეძალა მომღერალ თემურ წიკლაურის სიტყვებზე, რაც მასზე უთქვამს. როგორც კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა ასათიანს უამბო, თემურ წიკლაურმა მასზე თქვა, რომ ძალიან აფასებდა იმის გამო, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ საკუთარი საქმე არ დაივიწყდა და პროფესიას დაუბრუნდა.

ოქიტაშვილმა აღნიშნა, რომ მომღერალი მაია ასათიანის ტრაგედიას საკუთართან აიგივებდა, რადგან მასაც გარდაეცვალა ვაჟი და მისი გარდაცვალებიდან ერთ კვირაში სცენაზე დაბრუნდა. „თემურმა მითხრა ერთხელ, მაია რა მაგარი გოგო ყოფილაო, მე და მას ერთი ბედი გვაქვს, შვილების გარდაცვალების შემდეგ ორივე მალევე დავუბრუნდით ჩვენ პროფესიას და გმირულად გადავიტანეთ ეს ყველაფერიო“, – უამბო ოქიტაშვილმა, რისთვისაც ტელეწამყვანმა მას მადლობა გადაუხადა, რადგან ეს სიტყვები მისთვის ბევრს ნიშნავს და ძალას აძლევს.

რამდენიმე წლის წინ მთელი ქვეყანა დაადუმა მაია ასათიანის ოჯახის ტრაგედიამ. ცნობილმა ჟურნალისტმა ქალიშვილს საფრანგეთის კლინიკაში მიაკითხა, მაგრამ ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ მოახერხეს. ნუცა მახ­ვი­ლა­ძე საფ­რან­გეთ­ში, ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და.

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ბოლო დროს აქტიურია. ჟურნალისტი სახლში გატარებულ დროს ფაქტობრივად დეტალურად აქვეყნებს. მისი ყოველდღიური რუტინა უკვე ყველამ იცის. ბოლო პერიოდში ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სახლის ინტერიერის, ძაღლების მოვლის დეტალების, საკუთარი წიგნების, გემრიელი საუზმის საიდუმლოებების მოყოლა მოასწრო.

მაია ასა­თი­ა­ნის და ირაკ­ლი მახ­ვი­ლა­ძის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნუცა მახ­ვი­ლა­ძე პა­რი­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 2017 წლის 23 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა. გო­გო­ნა მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ის დიაგნოზით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ა­თავ­სეს. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ყველა ახალი ამბავი
0