ხმაური და დაპირისპირება ქუთაისის მერიასთან: დაკავებულია რამდენიმე პირი - ვიდეო ადგილიდან

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია ქუთაისში
საპროტესტო აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
აქციის მონაწილეები ქუთისის მერთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა მათ სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ქუთაისში მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, იუწყება მედია.

პარტია „მოძრაობა საქართველოსთვის“ და სხვა პოლიტიკური პარტიების წევრები ადგილობრივი ხელისუფლების და იმერეთის გუბერნიის საქმიანობას აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პანდემიის პირობებში მერი და გუბერნატორი ბიუჯეტის თანხას პირადი კომფორტისთვის იყენებენ. მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვან ტენდერებში ყოველ ჯერზე ადგილობრივი ხელისუფლების საოჯახო ბიზნესები იმარჯვებს.

აქციის მონაწილეები მერთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმათ მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა ერთი ადამიანი. დაკავებულია რამდენიმე პირი.

ადგილზე სამართალდამცველების დიდ რაოდენობაა მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0