Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

როგორ ცხოვრობს მოსკოვიდან დაბრუნებული თამუნა ამონაშვილი - ფოტოები

© courtesy of Tamuna Amonashviliთამუნა ამონაშვილი
თამუნა ამონაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
თამუნა ამონაშვილი წლებია რუსეთში ცხოვრობს, თუმცა, საქართველოს ხშირად სტუმრობს და საყვარელ ქალაქში ხანგრძლივი დროით რჩება.

15-20 წლის წინ ის ქართული შოუ-ბიზნესის გამორჩეული სახე იყო, ესტრადაზე თავისი ნიშა დაიმკვიდრა, მერე კი რუსეთის დედაქალაქში გაემგზავრა და იქ საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა.

მომღერალი თამუნა ამონაშვილი 12 წელია მოსკოვში ცხოვრობდა და მუშაობდა, დროდადრო კი, შესვენების პერიოდებში, სამშობლოში ჩამოდიოდა, წელიწადში დაახლოებით 5 თვეს აქ ატარებდა და შემდეგ მიდიოდა. პანდემიის პერიოდში თამუნამ საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა.

თამუნა ამონაშვილი 10 წელზე მეტია დაქორწინებულია რეჟისორ რეზიკო არჩვაძეზე და ამბობს, რომ რომ არა რეზიკო, ვერ გააკეთებდა ბენდს მოსკოვში და ვერ ექნებოდა საუკეთესო კლიპები მის რეპერტუარში.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა აღნიშნა, წყვილმა მოსკოვში სილამაზის სალონების ქსელი გააკეთა, რომელსაც მისი მეუღლე კურირებს და ამიტომ ვერაფრით ახერხებს სამშობლოში ცხოვრებას მასთან ერთად.

მომღერალი ნანობს, რომ შვილი არ გააჩინა. „გული მწყდება, რომ არ მყავს შვილი. როდესაც პატარა ვიყავი, მქონდა ასე ვთქვათ, ეს ახირებები, რომ ჩემს კარიერას არ შევწირავ. ცოტა დროულად რომ გავთხოვილიყავი, ალბათ, მექნებოდა ის დიდი ბედნიერება ცხოვრებაში, რაც ყველა ადამიანს აბედნიერებს… სიამოვნებით ავიყვანდი ბავშვს, გავზრდიდი ერთსაც, ორსაც. ძალიან რთულია, მაგრამ იმდენი დრო გავიდა, რომ რამდენიმე წელია, მზად ვარ, მეც და რეზიკოც“, - განაცხადა მომღერალმა „პროფილში“.

ყველა ახალი ამბავი
0