საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი ტიპის შეიარაღებით აღიჭურვა

© AFP 2024 / VANO SHLAMOVქართველი სამხედრო მოსამსახურეები
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქვედანაყოფის ტყვიამფრქვევებითა და სხვადასხვა იარაღით დაკომპლექტების პროცესს თავდაცვის მინისტრი გაეცნო.

თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებმა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები მიიღო. იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

ვაზიანში ნატოს სტანდარტის თანამედროვე იარაღით ქვედანაყოფების დაკომპლექტებისა და საცდელი სროლების პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი პირადად გაეცნო.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„ყველა ქვედანაყოფი აშშ-ის წარმოების ნატოს M2 ტიპის 12.7 მმ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბარმტყორცნებით აღიჭურვა. საქართველოს თავდაცვის ძალებს, ასევე დამატებით გადმოეცა 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევებიც”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ძალების ქვედანაყოფების ახალი ტიპის შეიარაღებით დაკომპლექტება თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ზრდას ემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0