თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა ქობულეთში არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დაამყარების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.
გამოძიება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.