თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. აჭარაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თორნიკე კიპაროიძე ჯგუფთან ერთად გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა, სამწუხაროდ, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილი სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მის მწუხარებას.