თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაშავდა ავარიის შედეგად, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურთან მოხდა.
პირველი არხის მონაცემებით, სოფლის გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. ყველა დაშავებული სასწრაფოდ გადაიყვანეს რაიონულ საავადმყოფოში. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული.
საქართველოში სიჩქარის გადაჭარბება ავარიების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, გასწრების და შემხვედრ ზოლზე გასვლის წესების დარღვევის შემდეგ.
საქართველოში 2020 წელს 4 999 ავარია მოხდა, რომელთა მსხვერპლი 450 ადამიანი გახდა, მათ შორის 20 ბავშვია.
2020 წელს ავარიების შედეგად დაშავდა 6 640 ადამიანი, საიდანაც 880 იყო ქვეითი.