„ადამიანი სულელია“ - ცნობილი გორილა კოკოს უნიკალური ვიდეომიმართვა

გამოწერა
„ქალბატონი“ კოკო სან–ფრანცისკოს (აშშ) ზოოპარკში ცხოვრობდა 2018 წლამდე, სანამ 47 წლისა არ გარდაიცვალა.

კოკო 1971 წლის 4 ივლისს დაიბადა და მოკლე ხანში მასთან ფრენსის პეტერსონმა დაიწყო მუშაობა სტენფორდის უნივერსიტეტის სწავლულების მიერ შემუშავებული პროგრამით. „ქალბატონ“ კოკოს მან ჟესტების ენაზე „ლაპარაკი“ ასწავლა.

კოკომ ამსლენის ჟესტების ენის ათასამდე ნიშანი იცოდა და ორი ათასამდე ინგლისური სიტყვის მნიშვნელობა ესმოდა.

მოკლედ, კოკო ჭკვიანი გოგო იყო, იმდენად ჭკვიანი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანებს ბუნების ქმნილებების სახელით გზავნილიც აახლა.

შემოთავაზებულ ვიდეოში სწორედ ამ გზავნილის ხილვა შეგიძლიათ.

აი, რას ამბობს კოკო:

„მე გორილა ვარ…

მე ყვავილები ვარ…

ცხოველები ვარ…

მე ბუნება ვარ…

კოკოს უყვარს ადამიანი…

კოკოს უყვარს დედამიწა…

მაგრამ ადამიანი სულელია…

სულელი…

კოკო წუხს…

კოკო ტირის…

დრო სწრაფად გადის…

დედამიწას შველა სჭირდება…

უშველეთ დედამიწას…

სასწრაფოდ!

დაიცავით დედამიწა, ბუნება…

ბუნება გიყურებთ და გაკვირდებათ თქვენ.

მადლობა!"

ყველა ახალი ამბავი
0