ბერლინალეს მთავარ საკონკურსო პროგრამაში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი მოხვდა

CC BY 2.0 / www.GlynLowe.com / Berlinale 66 (2)ბერლინალე
ბერლინალე - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
მიმდინარე პანდემიის გამო, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი ონლაინ–რეჟიმში გაიმართება. წელს საკონკურსო პროგრამაში სულ 15 ფინალისტი შეირჩა       

თბილისი,  11 თებერვალი – Sputnik. თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბერლინალეს 71–ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კადრი ფილმიდან მოთვინიერება - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
სალომე ჯაშის ფილმს ბერლინალეზე უჩვენებენ

წლევანდელი „ბერლინალეს“ მთავარ სელექციაში ქართველი რეჟისორის ალექსანდრე კობერიძის ფილმის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. კობერიძის ფილმი იმ 15 ფილმს შორის არის, რომელიც კინოფესტივალის მთავარ ნომინაციაში იასპარეზებს.

1993 წლის ბერლინალეს შემდეგ, რომელზეც თემურ ბაბლუანის ფილმი „უძინართა მზე“ კინოფესტივალის მთავარი პრიზით „ვერცხლის დათვით” დაჯილდოვდა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა.

კობერიძის ფილმთან ერთად, კინოფესტივალის პროგრამაში შესულია ქართველი რეჟისორის სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ – ფილმი Forum-ის სექციაშია ჩართული.

ალექსანდრე კობერიძის ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა.  

„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ – ორი ადამიანის სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირები ერთმანეთს ქუჩაში მოულოდნელად ხვდებიან და მათ შორის გრძნობა ჩნდება. ცხოვრება ჩვეული დინებით მიდის და ჩნდება კითხვა – მოახერხებს წყვილი კვლავ შეხვედრას?

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.

ალექსანდრე კობერიძე 1984 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ — ბერლინის კინოსა და ტელევიზიის სკოლა.

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ფესტივალი უჩვეულო ფორმატში ჩატარდება: 1–5 მარტს კინოინდუსტრიისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, 9–20 ივნისს კი კინოჩვენებები გაიმართება, რომელიც გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. 

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 1951 წელს დაარსდა და მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენაა, რომელიც კანისა და ვენეციის კინოფესტივალებთან ერთად, ევროპის წამყვან კინოფესტივალთა სამეულში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური