Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვნახე უცხოპლანეტელთა ხომალდი...“ - აჩიკო მეფარიძის სკანდალური აღიარება

© courtesy of Achiko Meparidzeაჩიკო მეფარიძე
აჩიკო მეფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
აჩიკო მეფარიძემ საზოგადოებას მოულოდნელად გაუმხილა, რომ უცხოპლანეტელებთან ჰქონდა შეხება. ნახეთ დეტალები

მომღერალი აჩიკო მეფარიძე ირწმუნება, რომ ახალგაზრდობაში, ჯარში ყოფნის პერიოდში, საკუთარი თვალით აქვს ნანახი უცხოპლანეტელთა ხომალდი. როგორც გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობისას მეფარიძემ გაიხსენა, მსგავსი მფრინავი ობიექტი, რომელსაც ვერცხლისფერი ბურთის ფორმა ჰქონდა, ორი დღის განმავლობაში 57 დაითვალეს სადისპეჩერო ცენტრში.

ირკვევა, რომ მომღერალი ჯარში ლატვიაში, კერძოდ რიგაში მსახურობდა და მისი მოვალეობა იყო დახმარება აღმოეჩინა საჰაერო აეროდრომზე ავიაკატასტროფის დროს მასში მონაწილეებისათვის. „ყოველ მესამე დღეს მიწევდა მორიგეობა. ერთ-ერთ მორიგეობაზე, სადისპეჩეროდან გვითხრეს, რომ ჰაერში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ფიქსირდებოდა. გავემართეთ მისკენ ვერტმფრენით. მაშინ ვნახე ჩემი თვალით უცხოპლანეტელთა ხომალდი. მას ვერცხლისფერი ბურთის ფორმა ჰქონდა. ვუახლოვდებოდით და შემდეგ გადმოგვცეს, რომ მასში გავიარეთ“, - იხსენებს მომღერალი.

აჩიკო მეფარიძე საზოგადოებამ სიმღერით „მითხარი“ გაიცნო. პროფესიით ქირურგია, როგორც ინტერვიუებში აღნიშნავს, 11 წელი იმუშავა საკუთარი პროფესიით, ასევე იყო ჯანდაცვის სამინისტროში აპარატის ხელმძღვანელი, შემდეგ დაიწყო წამლების საკუთარი ბიზნესი და გადაწყვიტა ემღერა - მიაკითხა კომპიზიტორ რუსა მორჩილაძეს, რომელმაც ორ დღეში დაუწერა სიმღერა „მითხარი“, რომელმაც შოუ-ბიზნესში გზა გაუხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0