Australian Open-ს ქართველი ჩოგბურთელები გამოეთიშნენ

© AFP 2024 / WILLIAM WESTТеннисист Николоз Басилашвили
Теннисист Николоз Басилашвили - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელ ანდრე ბეგემანთან წყვილში კოლუმბიურ დუეტთან დამარცხდა

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. მელბურნში მიმდინარე „დიდი სლემის“ სერიის ტურნირი Australian Open ქართველი ჩოგბურთელების გარეშე გაგრძელდება - ნიკოლოზ ბასილაშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა შორის მატჩებში დამარცხდნენ.

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (39-ე ნომერი АТР-ს რეიტინგით) ანდრე ბეგემანთან (გერმანია) წყვილში ხუან-სებასტიან კაბალი/რობერტ ფარახის დუეტთან (კოლუმბია) სამ სეტში დამარცხდა - 7:6, 6:7, 4:6. აღსანიშნავია, რომ მეორე სეტში ქართულ-გერმანულ დუეტს ჰქონდა მატჩბოლი ტაი-ბრეიკზე, მაგრამ ჩოგბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
ბასილაშვილმა ისევ წააგო – ქართველი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირს გამოეთიშა

დატოვა ტურნირი ოქსანა კალაშნიკოვამაც, რომელიც გეორგინა გარსია-პერესთან (ესპანეთი) წყვილში დაუთმო კირსტენ ფლიპკენსი (ბელგია)/ანდრეა კლეპაჩის (სლოვენია) დუეტს ორ პარტიაში -  5:7, 4:6.

ბასილაშვილი საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც ინდივიდუალურ თანრიგში ასპარეზობდა. თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა პირველივე წრეში ამერიკელ ტომი პოლთან (53) სამ სეტში წააგო -  4:6, 6:7, 4:6.

Australian Open – „დიდი სლემის“ სერიის პირველი ტურნირია ამ სეზონზე. მისი საერთო საპრიზო ფონდი 32,79 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ვაჟთა შორის მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ყველა ახალი ამბავი
0