Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მესამე პირი ჩაერია...“ – თი მაჭავარიანი ლაშა ჩხაიძესთან დაშორების მიზეზებზე ალაპარაკდა

© Photo: ti machavariani / FBთი მაჭავარიანი
თი მაჭავარიანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
თი მაჭავარიანი, რომელიც საზოგადოებამ TikTok-დან გაიცნო, ტატუმასტერ შეყვარებულს ლაშა ჩხაიძეს დაშორდა და პირველად ისაუბრა ამის მიზეზზე.

თი მაჭავარიანმა განაცხადა, რომ შეყვარებულთან ლაშა ჩხაიძესთან ურთიერთობაში მესამე პირი, უფრო სწორად, სხვა ადამიანები ჩაერივნენ. როგორც ბლოგერმა გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ განაცხადა, ლაშამ ძალიან გაუცრუა იმედები, რადგან სულ სხვანაირად ჰქონდა მათი ურთიერთობის მომავალი წარმოდგენილი. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, თიმ ისინი არ დაასახელა.

გადაცემაში ვიდეოზარით ლაშა ჩხაიძეც ჩაერთო, რომელმაც თის წარმატებები უსურვა და წამყვანის კითხვაზე, ვინ იყო დაშორების ინიციატორი, თავიდან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება წყვილმა ერთობლივად მიიღო, თუმცა, როდესაც ამ პასუხს თის უკმაყოფილება მოჰყვა, აღნიშნა, რომ დაშორების გადაწყვეტილება მან მიიღო.

თი, იგივე თინათინ მაჭავარიანი, ცნობილი ბლოგერია, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ TikTok-ის საშუალებით გაიცნო. ხალხმა თის და ტატუარტისტ ლაშა ჩხაიძის წყვილი ძალიან შეიყვარა და მათ ცალ-ცალკე გამოჩენას ვერავინ წარმოიდგენდა, როცა თიმ „ინსტაგრამზე“ ვიდეო ჩაწერა, სადაც ემოციურად ხსნიდა, რომ შეყვარებული დაშორდა.

თიმ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ყოფილ შეყვარებულთან ერთად აღარ იმუშავებდა იმ სტუდიაში, სადაც ის პირსინგებს აკეთებდა და ამის შესახებ „ინსტაგრამის სთორის“ მეშვეობით ამცნო „ფოლოვერებს“.

ყველა ახალი ამბავი
0