ოპოზიციამ ზუგდიდში კომენდანტის საათის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართა – ვიდეო

გამოწერა
9 თებერვალს, საღამოს 9 საათზე აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო ადმინისტრაციიდან „ქართული ოცნების“ ოფისის მიმართულებით. როგორ მიმდინარეობდა აქცია – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან ნაწილი თბილისიდან ჩავიდა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აპროტესტებენ ხელისუფლების ქმედებებს. მათ შორის ძირითადად იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ოპოზიციის „დაუმორჩილებლობის მარში“ კომენდანტის საათის დადგომისას დაიწყო. 

დაუმორჩილებლობის აქცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
ზუგდიდში კომენდანტის საათს ბადრი ესებუას ფოტოებით ხელში აპროტესტებენ

აქციის მონაწილეები შეეცადნენ მმართველი პარტიის ოფისის კედლებზე გაეკრათ ბადრი ესებუას პორტრეტები, დაეხატათ საბჭოური სიმბოლიკა და წარწერა „სსრკ“ შენობის შესასვლელში. პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბოლოს აქციის მონაწილეებმა ესებუას პორტრეტები და წარწერები გზაზე დატოვეს.

შემდეგ მომიტინგეები მსვლელობითვე დაბრუნდნენ საოლქო ადმინისტრაციასთან, სადაც მათი კარავი დგას და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ კომენდანტის საათი განგებ დაარღვიეს.

ყველა ახალი ამბავი
0