ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე მარიტა მელიქიშვილი ახალ, სასიყვარულო ვიდეოს აქვეყნებენ. ახალდაქორწინებულები მცხეთაში ატარებენ დროს. მარიტამ დასვენების „სთორები“ და ფოტოები თავის ხელმომწერებს უკვე გაუზიარა. აშკარაა, წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს.
View this post on Instagram
როგორც მარიტასა და გიორგის „ინსტაგრამ-სთორებიდან“ ჩანს, ახალდაქორწინებულები მცხეთაში მოწყობილ გლემპინგში ატარებენ ღამეს. საზოგადოებამ ეს წყვილი სულ ცოტა ხნის წინ გაიცნო, მარიტამ და გიორგიმ რამდენიმე კვირის წინ იქორწინეს და ხალხს თავი გამოჩენის დღიდან შეაყვარეს, მათ ურთიერთობას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.
View this post on Instagram
ტელეწამყვანმა და მსახიობმა გიორგი გასვიანმა და მისმა რჩეულმა მარიტა მელიქიშვილმა ჯვარი 23 იანვარს დაიწერეს და ქორწილიც გადაიხადეს, რომელსაც ქართული ბომონდის თითქმის მთელი შემადგენლობა ესწრებოდა.
View this post on Instagram
წყვილი ურთიერთობას დიდხანს საიდუმლოდ ტოვებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მეგობრებთან აქტიურად დაიწყეს ერთად სიარული, მათი სიყვარულის ამბავიც გამჟღავნდა. ცოტა ხნის წინ კი მსახიობმა მის ცხოვრებაში არსებული სიახლის შესახებ „პრაიმშოუში” ისაუბრა და საზოგადოებას მარიტა წარუდგინა. მარიტამ და გიორგიმ ერთმანეთი გასულ ზაფხულს გაიცნეს.