ეს სახიფათოა! ექიმი გულისთვის საშიშ პრეპარატს ასახელებს

© Pexels / Artem Podrezექიმი ხელში წამლის კაფსულით
ექიმი ხელში წამლის კაფსულით - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
ასეთი ტიპის პრეპარატებს მიოკარდიუმის ინფარქტის გამოწვევაც კი შეუძლია გულით ავადმყოფ ადამიანებსა და ჰიპერტონიკებში, გვაფრთხილებს ექიმი.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. არსებობს სამკურნალო პრეპარატი, რომელიც საფრთხეს უქმნის გულის მუშაობას, აცხადებს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ალექსანდრ მიასნიკოვი.

სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2019
ახალგაზრდა ქალს სისხლი მოულოდნელად გაულურჯდა: საშიში პრეპარატი

მისი თქმით, საუბარია ვაზოკონსტრუქციულ, ანუ სისხლძარღვების შემავიწროებელ წვეთებზე.

„იმ ელემენტებს, რომლებიც სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს, გულზე აღმგზნები მოქმედება აქვს და ბევრ ადამიანში არითმიას იწვევს“, — ამბობს ექიმი.

მიასნიკოვის განმარტებით, ასეთი წვეთების ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა არის ტაქიკარდია. ექიმის აზრით, მსგავს პრეპარატს სერიოზული დარღვევების, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტის გამოწვევაც კი შეუძლია გულით ავადმყოფ ადამიანებსა და ჰიპერტონიკებში.

გარდა ამისა, სპეციალისტი ამბობს, რომ სისხლძარღვების შემავიწროებელი წვეთები ზრდის კალიუმის დონეს სისხლში, რაც, თავის მხრივ, დიდ საფრთხეს უქმნის თირკმლების პრობლემების მქონე ადამიანებს.

  • „ასე რომ, გაითვალისწინეთ, წვეთები უნდა მიიღოთ არაუმეტეს სამი დღისა, მაქსიმუმ — ხუთი. შემდეგ უკვე შეიძლება პრობლემები დაიწყოს“, — ამბობს მიასნიკოვი.

ალტერნატივის სახით ექიმი სურდოს დროს ცხვირის მარილიანი წყლით გამორეცხვას გვთავაზობს.

ყველა ახალი ამბავი
0