ევროპის ვიცე-ჩემპიონმა იური ლომაძემ საპატიმრო დატოვა

© photo: GeoWrestling / FB ქართველი მოჭიდავე იური ლომაძე
ქართველი მოჭიდავე იური ლომაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
მოჭიდავე იური ლომაძის, მისი ძმის და ბიძაშვილების გათავისუფლების მოთხოვნით სპორტული სამყარო გაერთიანდა.

თბილისი, 10 თებერვალი - Sputnik. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი იური ლომაძე საპატიმროდან დღეს, 10 თებერვალს გაათავისუფლეს, იუწყება პირველი არხი.

საქართვცელოს ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2020
ქართველი დეპუტატები მედიას სპორტსმენების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ

ვიცე-ჩემპიონთან ერთად მისი ძმა, ფეხბურთელი ლაშა ლომაძე და მათი სამი ბიძაშვილიც გაათავისუფლეს. დაკავებულებს ამ ეტაპისათვის შინა პატიმრობა მიესაჯათ.

იური ლომაძე, მისი ძმა და ბიძაშვილები 7 თვის წინ ადამიანის გატაცებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, ქალაქ ბათუმში, ბრალდებულებმა 32 წლის მამაკაცი შურისძიების მოტივით, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0