მასმედია: ბაქრაძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს

© photo: Sputnikდავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
თავად „ევროპულ საქართველოში“ ინფორმაციას პარტიიდან თამჯდომარის წასვლის შესახებ ჯერ არ ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ პარტიის შიგნით სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, პარლამენტის ექს-სპიკერი დავით ბაქრაძე პარტიას ტოვებს, იუწყება ქართული მასმედია.

თავად პარტიაში ამ გავრცელებულ ხმებს ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

„ქართული ოცნების“ ახალი წინადადება და ოპოზიციის რეაქცია: ქართული პოლიტიკის პრობლემები>>

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ „ევროპულ საქართველოში“, როგორც მმართველობის ცენტრალურ რგოლში, ისე რეგიონებში, სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.

„პოლიტიკურ პარტიას, ისევე, როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, მუდმივად სჭირდება განახლება... აქედან გამომდინარე, „ევროპულ საქართველოშიც“ მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები... უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც“, – განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს.

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სიდიდით მეორე ოპოზიციური პარტიაა. ის 1999 წელს პოლიტიკოს გიგი წერეთლის მამამ, ნუგზარ წერეთელმა დააარსა, თუმცა 2016 წლამდე, სანამ ამ პარტიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი ლიდერები არ გადავიდნენ, არ აქტიურობდა. მოდერნიზებული „ევროპული საქართველოს“ პრეზენტაცია 2017 წლის იანვარში გაიმართა.

მეათე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა

არსებობის განმავლობაში პარტიაში სერიოზული ტრანსფრმაცია არ ყოფილა. მას 2017 წელს მხოლოდ თბილისის ყოფილი მერი, „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერი გიგი უგულავა შეუერთდა – პატიმრობის შემდეგ. ის სასჯელს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის იხდიდა.

პარტიამ მონაწილეობა მიიღო სამ არჩევნებში და სამივეჯერ, „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა.

გასული წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ხუთი მანდატის მიღება შეძლო, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრილმა პარტიის წარმომადგენლებმა მანდატებზე უარი თქვეს.

დავით ბაქრაძის პოლიტიკური გზა

დავით ბაქრაძე ძირითადად ორ სტრუქტურაში მუშაობდა – საქართველოს პარლამენტში და საგარეო საქმეთა სამინისტროში – სწავლის პარალელურად.

ბაქრაძე სწავლობდა ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, ნატოს თავდაცვის კოლეჯში და სახელმწიფო მართვის ქართულ–ამერიკულ ინსტიტუტში.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
მტკიცებულებები მაგიდაზე – თალაკვაძე ოპოზიციას კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს

კარიერა ბაქრაძემ საგარეო უწყებაში დაიწყო, შემდეგ გადავიდა ეროვნული უშიშროების საბჭოში. 2004 წელს პარლამენტის დეპუტატი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით, ხოლო 2008 წელს ოთხი თვით საგარეო საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელა.

ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარედ 2008 წლის ივნისში აირჩიეს და ეს თანამდებობა მას 2012 წლის ოქტომბრამდე, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლამდე ეკავა.

ამის შემდეგ ბაქრაძემ საპარლამენტო კარიერა განაგრძო და დღემდე დეპუტატია.

ბაქრაძე 2013 წელს კენჭს იყრიდა პრეზიდენტის პოსტზე „ნაცმოძრაობიდან“, მაგრამ გიორგი მარგველაშვილთან წააგო.

მანდატების შენარჩუნება ოპოზიციისთვის – ახალი შანსი თუ კონსტიტუციის დარღვევა>>

სამი წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილმა დატოვა პარტია და ოპოზიციური „ევროპული საქართველო“ ჩამოაყალიბა. მათ შორის იყო ბაქრაძეც, რომელიც მანამდე „ნაცმოძრაობის“ ერთგული 13 წელი იყო.

ძალები პოლიტიკოსმა პრეზიდენტის პოსტზე 2018 წელსაც მოსინჯა, მაგრამ ამჯერად სალომე ზურაბიშვილთან დამარცხდა.

ყველა ახალი ამბავი
0