თბილისში ალექსანდრ პუშკინის ხსოვნას პატივი მიაგეს

© photo: Russian club / FBპუშკინის სკვერი
პუშკინის სკვერი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
თბილისის ცენტრში, პუშკინის სკვერში შეკრებილმა საზოგადო მოღვაწეებმა და რიგითმა თბილისელებმა პოეტის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბის" წევრებმა და თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის თანამშრომლებმა რუსი პოეტის ალექსანდრ პუშკინის ხსოვნის დღე აღნიშნეს

თბილისში პუშკინის ბიუსტის ავტორია ფელიკს ხოდოროვიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2019
„გასაოცრად მაგარი ქართველები“ - ალექსანდრ პუშკინის ტფილისური შთაბეჭდილებები

ალექსანდრ პუშკინის გარდაცვალების დღეს პოეტის სახელობის სკვერში „რუსკი კლუბთან“ და გრობოედოველებთან ერთად რიგითი თბილისელები, საზოგადო მოღვაწეები და საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის წარმომადგენლები მივიდნენ და პატივი მიაგეს პოეტის ხსოვნას.

მათ გვირგვინებით შეამკეს პუშკინის ძეგლი. სკვერში გაჟღერდა პოეტის ლექსები რუსულ და ქართულ ენებზე.

„როგორც ყოველ 10 თებერვალს, ალექსანდრ პუშკინის გარდაცვალების დღეს, თბილისში დიდ პოეტს პატივი მიაგეს. პუშკინს 30 წელი თბილისში შეუსრულდა. 1829 წლის მაისში იგი ტფილისში ჩამოვიდა, 10 ივნისს კი ერზრუმთან მოქმედ არმიაში გაემგზავრა. ორი თვის შემდეგ, ერზრუმიდან უკან დაბრუნებისას, პოეტი ქალაქში 1-დან 6 აგვისტომდე დარჩა“, – ნათქვამია „რუსკი კლუბის“ განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0