თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 544-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 263.601-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 255.385 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 469), გარდაიცვალა – 3.311 (ბოლო 24 საათში – 5), კარანტინის რეჟიმშია 421, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.094 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 316 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 18.244 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11.615, PCR–ტესტით – 6.629.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.