ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა

© Sputnik / Alex Shlamovზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმების შესახებ, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს

თბილისი, 8 თებერვალი - Sputnik. პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა. როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ორგანომ არ დააკმაყოფილა მისი განცხადება სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმების შესახებ.

თეა წულუკიანი მთავრობაში ბრუნდება? >>

ჯაფარიძის თქმით, არ შეიძლება აიძულო ადამიანი, შევიდეს პარლამენტში. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს.

„დაახლოებით ორი თვე იქნება, რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება, რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა. ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მანდატთან ერთად, მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლება. საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა, არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

საარჩევნო ურნა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
ვინ შევა არჩევნებზე დარღვევების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მომხდარს „სიგიჟე“ უწოდა.

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას და დამატებითი დრო მისცა მათ გადაწყვეტილების გადასახედად და თავიანთ სადეპუტატო ვალდებულებებთან დასაბრუნებლად.

პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს დრო ფაქტობრივად გაზაფხულის სესიის მანძილზე მისცა, რის შემდეგაც მათ მანდატები გაუუქმდებათ, თუ ისინი სხდომების ნახევარს არ დაესწრებიან. ამ საკითხის განხილვა კი მხოლოდ საშემოდგომო სესიაზეა შესაძლებელი.

რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციას, წლის დასაწყისში მას ყველა საჯარო მოხელე ავსებს, დაწყებული პრემიერ-მინისტრით, დასრულებული მერიის თანამშრომლებით. გამონაკლისს არც პარლამენტის დეპუტატები წარმოადგენენ. დეკლარაციის შევსებაზე უარის შემთხვევაში მოხელეს არა მხოლოდ ჯარიმა, არამედ სისხლის სამართლებრივი სასჯელიც ემუქრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0