თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოში თბილი ამინდები 12 თებერვლამდე შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 14–19 გრადუსი, დასავლეთ საქართველოში კი პლუს 17–22 გრადუსია ნავარაუდევი.
ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი, თუმცა თბილისში თბილი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერი დედაქალაქში 16–18 გრადუსამდე გათბება.