დაახლოებით ერთი წელია სოფო ნიჟარაძე მეუღლესთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრისა და ახალშობილის მამის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და სახელი ვრცელდება. სოფო, თავის მხრივ, დუმილს არ არღვევს და არც მისი ცნობილი მეგობრები ცდილობენ მის პირად სივრცეში შეჭრას. მომღერალმა დასახული მიზანი 34 წლის ასაკში აიხდინა და შტატებში ფეხმძიმე გაემგზავრა.
View this post on Instagram
აღმოჩნდა, რომ სოფო ნიჟარაძე ფეხმძიმობას საგულდაგულოდ მალავდა. ახლა სოფო ნიჟარაძის თაყვანისმცემლები და ოჯახის ახლობლები განსაკუთრებით ბედნიერები არიან. Instagram-ზე შემსრულებლის პასიურობა სულ უფრო იგრძნობა, თუმცა ხანდახან თაყვანისმცემლების განებივრებას „სთორებით“ მაინც ახერხებს. მომღერალმა დაბადების დღის საჩუქრების გაზიარება დაიწყო. მათ შორის მისი საყვარელი მამაკაცის მიერ ნაჩუქარი ულამაზესი თაიგული აღმოჩნდა, რომელიც სოფომ სხვა საჩუქარებს შორის გამოარჩია.
სოფო ნიჟარაძის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი დადგა. მომღერალმა ამერიკაში ვარჯიშიც დაიწყო, რამაც მისი ტანი მეტად მომხიბლავი გახადა.
View this post on Instagram
სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში გამოქვეყნებული რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავდა მომღერალი. მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 11 აპრილით დათარიღებული ფოტო მოიპოვება, რომელზეც ნიჟარაძე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას ის შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავდა.