სკოლები საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლებისთვის მზად არიან

© Sputnik / Alex Shlamovსკოლა
სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
შესაბამისი სტრუქტურები სკოლებში კოვიდ–რეგულაციების დაცვის მონიტორინგს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განახორციელებენ.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს დიდ ქალაქებში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში სწავლის განახლებისთვის უსაფრთხოების ყველა წესი გაწერილია, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ.

მისი განმარტებით, სკოლების უსაფრთხოებისთვის შესაბამისი წესები შემუშავდა.

„ყველა სკოლა აღჭურვილია იმ აუცილებელი რესურსებით, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ არის რეკომენდებული“, – განაცხადა „პირველ არხთან“ დგებუაძემ.

მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს>>>

მინისტრის მოადგილის თქმით, მშობლებს ეძლევათ არჩევანი – შვილი დისტანციურ სწავლებაზე დატოვონ.

„ამისთვის მათ განცხადებით უნდა მიმართონ სკოლას ან დარეგისტრირდნენ შესაბამის ვებ-გვერდზე“, – აღნიშნა დგებუაძემ.

სკოლებში ყოველდღიურად მოხდება უსაფრთხოების დაცვის ზომების მონიტორინგი.

1 თებერვლიდან ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ. რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესის სკოლებში განახლება 1 მარტისთვის იგეგმებოდა. თუმცა, ხელისუფლებამ 15 თებერვლიდან მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0