საქართველომ უკრაინას 100 ტონაზე მეტი სიმინდი დაუბრუნა

© photo: Sputnik / Katerina Sovdagari / გადასვლა მედიაბანკშისიმინდი
სიმინდი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ექსპორტიორ ქვეყანას მარცვლეული საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატის არქონის გამო დაუბრუნეს.

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. შესაბამისი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატის არქონის გამო 110 310 კგ სიმინდი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახლად ამოღებული კარტოფილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2020
დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანას დაუბრუნდება

უწყების ცნობით, სიმინდით დატვირთული საზღვაო კონტეინერი უკრაინის რესპუბლიკიდან საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ შემოვიდა.

„სპეციალისტების მიერ ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორცილებისას გამოვლინდა დარღვევა. კერძოდ, ტვირთზე ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

ყველა ახალი ამბავი
0