რაჭაში უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები გააქტიურდა

© photo: Kobuleti Municipality / FBმეწყერი
მეწყერი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
სინოპტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ მოსალოდნელ უხვ ნალექს შეუძლია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ღვარდიასთან კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო სოფელთან მისასვლელი გზა ჩაიკეტა, იუწყება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია.

კლდის ჩამოშლა გამოიწვია მეწყრულმა პროცესებმა, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად გააქტიურდა.

სტიქიის ადგილზე სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე შესაბამის სპეციალისტებთან ერთად იმყოფებოდნენ.

მერიაში აცხადებენ, რომ ხვალიდან აღნიშნულ პროცესებში გეოლოგიის დეპარტამენტი ჩაერთვება. სპეციალისტები შეაფასებენ სიტუაციას და განსაზღვრავენ რისკებს, რის საფუძველზეც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

ადგილობრივ მოსახლეობას პირველადი საჭიროების ნივთები გაეგზავნათ. მათთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო ჯგუფი, აცხადებენ მერიაში.

ყველა ახალი ამბავი
0