კარტოფილის პიურე: შეცდომები, რომლებსაც ყველა უშვებს – ბრიტანელი მასტერ-შეფი გირჩევთ

© Pixabay / dapurmelodiგაფცქვნილი კარტოფილი
გაფცქვნილი კარტოფილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
ირკვევა, რომ „სწორი“ პიურეს მოსამზადებლად კარტოფილის წყალში ჩაყრა და მოხარშვა არ კმარა, აქ რამდენიმე მარტივი დეტალია გასათვალისწინებელი.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ძალიან ბევრი ადამიანი კარტოფილის პიურეს კატეგორიულად არასწორად ამზადებს, აცხადებს ბრიტანელი შეფ-მზარეული მარკუს უორინგი.

მოხარშული კარტოფილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2020
უხეში შეცდომა კარტოფილის ხარშვისას: დასახელდა სწორი მეთოდი

სპეციალისტი უპირველეს შეცდომად კარტოფილის სხვადასხვა ზომის კუბებად დაჭრას ასახელებს. მისი თქმით, ნაჭრების ერთნაირ ზომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა ნაჭრები ზედმეტად გადაიხარშება და ამის გამო პიურე წყლიანი და უგემური გამოვა.

უორინგის თქმით, კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა ძალიან მაღალ ცეცხლზე კარტოფილის ხარშვა. მისი თქმით, კარტოფილის ნაჭრები მარილიან წყალში, დაბალ ცეცხლზე უნდა მოიხარშოს. თუ ამ რეკომენდაციას არ გაითვალისწინებთ, პიურე „გარედან“ ჩაიხარშება, „შუაგული“ კი ჯერ კიდევ უმი იქნება, რაც უარყოფითად აისახება კერძის კონსისტენციაზე.

როგორც შეფ-მზარეული აცხადებს, ხარშვის დასრულების შემდეგ ქვაბიდან წყალი უნდა გადაწუროთ და კარტოფილი დაახლოებით ხუთი წუთით უნდა „დაასვენოთ“. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩაიზილოს იგი და მიიღოს პიურეს სახე.

ყველა ახალი ამბავი
0