Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სასტუმროში უნდა დავრჩე და აღვნიშნო დაბადების დღე ერთ ადამიანთან ერთად“ – ვიდეო

© courtesy of Ia Parulavaია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
ცნობილი მსახიობი 5 თებერვალს 54 წლის გახდა. ნახეთ ვიდეო, ვისთან ერთად აღნიშნა ია ფარულავამ დაბადების დღე.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ, პანდემიიდან გამომდინარე, დაბადების დღე ვიწრო წრეში, მეგობრებთან ერთად აღნიშნა, თუმცა მანამდე ფარულავამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში აპირებდა დარჩენას და დაბადების დღის აღნიშვნას ერთ ადამიანთან ერთად.

მოგვიანებით ფარულავამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მსახიობსა და ტელეწამყვანს ლამაზ დღეს მხარს დალი ჩიტალაძე, ნინო ნადირაძე და ნანიკო შუკვანი უმშვენებდნენ. იამ მეგობრებს მადლობა გადაუხადა, რომ დაბადების დღე ერთად აღნიშნეს: „მადლობა, რომ ძალით გამომათრიეთ სახლიდან“.

ნინო ნადირაძის თქმით, ეს მეგობრების პირველი შეკრება იყო 2021 წელს, რადგან პანდემიამ შეუშალათ ხელი. იამ ტორტზე სანთლები ჩააქრო და სურვილიც ჩაიფიქრა. მეგობრებმა იას ასწავლეს, რომ სურვილის ჩაფიქრებამდე ხელიდან ბეჭედი მოეხსნა. მსახიობის თქმით, დაბადების დღეზე ულამაზესი ტორტი ჰქონდა.

ყველა ახალი ამბავი
0