პარლამენტში კულტურის კომიტეტის ცალკე ჩამოყალიბება იგეგმება

© Parliament of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
გამოწერა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციისა და ორ უწყებად ჩამოყალიბების პარალელურად, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტიც ორ ნაწილად გაიყოფა

თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს კულტურის მიმართულება გამოეყოფა და ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბდება, იუწყება პირველი არხი.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის. რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, მისი ავტორი კი ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეა. ცვლილებების პროექტი ბიუროს ხვალინდელ სხდომას წარედგინება.

განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
განათლების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება

მდინარაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია კულტურის სფეროს, მისი წარმომადგენლების ინტერესების მეტად წარმოჩენის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად.

„ამასთანავე, იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტმა კიდევ უფრო წარმატებით შეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება, როგორც პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის, ასევე კონტროლისა და ზედამხედველობის კუთხით, მიზანშეწონილია ცალკე გამოიყოს კულტურის კომიტეტი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამ დროისთვის პარლამენტში 15 კომიტეტი ფუნქციონირებს. მათ შორის არის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტი.

ასევე, დაგეგმილია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაცია  და ორ უწყებად ჩამოყალიბება. კერძოდ, განათლების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება ერთ სამინისტროში გაერთიანდება.

ყველა ახალი ამბავი
0