ალექსანდრე ჯეჯელავა: უნდა განვვითარდეთ, რადგან რაიმე სიახლე ყველას მუდმივად გვინდა
„არსებობს ასეთი ტერმინი: „ზემოთ ან გარეთ“, რას ნიშნავს ეს?- ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვთქვათ, რაიმე კომპანია ან განვითარდება ან გაკოტრდება, შესაბამისად, პროფესიონალი ან განვითარდება ან გახდება არაპროფესიონალი. მაგალითად, მე მაქვს საკმაოდ წარმატებული სასწავლო ცენტრი, წარმატებულზე წარმატებული არ დაილევა, ფაქტია, რომ კმაყოფილები ვართ, მაგრამ გავჩერდით და არ ვვითარდებით.“
პედაგოგი და ქოუჩი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს: „როცა წარმატებულებული ვართ როგორ მოვიქცეთ?- მოვიკლათ თავი და წინ წავიდეთ, თუ დავრჩეთ ამ დონეზე? ჩვენ გვეუბნებიან, რომ გავჩერდეთ ამ დონეზე - ეს იმას ნიშნავს, რომ გავიდეთ ამ ბიზნესიდან! ანუ რახან გარემო დინამიურია, წინსვლა რაღაც დოზით ყოველთვის საჭიროა. თუ ვინმე იღუპავს კარიერას და ბიზნესს ასე იღუპავს: ამბობს, რომ ის რასაც მივაღწიეთ, უკვე კარგია, ახლა ისიც შეიძლება, რომ სული მოვითქვათ.“